პრაღაში სამხედრო საველე ჰოსპიტალი მედპერსონალის დეფიციტის გამო დახურა. ამის შესახენ ინფორმაციას, ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით პრაღაში, საგამოფენო ცენტრის ადგილზე საველე ჰოსპიტალი შეიქმნა, სადაც 500 პაციენტის მომსახურება იყო შესაძლებელი.
„კორონავირუსს ძალიან ბევრი ექიმი და ექთანი ემსხვერპლა, რის გამოც არ შეგვიძლია, საველე ჰოსპიტალი სათანადო სიმძლავრით ავამუშაოთ. თუ ამისთვის მედპერსონალი არსებობს, უმჯობესია, ეს ადამიანები სტანდარტულ საავადმყოფოებში გავამწესოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ ჩერნიმ.