შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, შესაბამის ტექსტს ურთავს ამერიკის საელჩო სენატორებისა და ექსპერტების შეხვედრას, რომელიც ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრას ხელმძღვანელობს. აქ ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს წამყვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ათწლეულებია პუტინი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი დამღუპველი გავლენა გაავრცელოს, გაანადგუროს სიცოცხლე და კერძო საკუთრება, მათ შორის აქაც, შავი ზღვის რეგიონში. დღეს ეს საკითხები სენატორმა შაჰინმა და დურბინმა ქართველ პარტნიორებთან ერთად განიხილეს და ხაზგასმით აღვნიშნეს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში.
სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბის. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად.
იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში.