საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის  საზღვრებს კეტავს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებად მიიღო. ახალი შეზღუდვები ძალაში კვირიდან შევა.

ევროკავშირის მოქალაქეეს, საზღვარზე კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. ასევე დაიხურება ყველა მსხივილი სავაჭრო ცენტრი და შეიზღუდება ქვეყნიდან გასვლაც.

პრემიერის განცხადებით, პოლიციას მოუწევს უფრო მკაცრად გააკონრტოლოს 12 საათიანი კომენდანტის დრო.

როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები შეეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსაც, თუმცა არა სატვირთო გადაზიდვებს.