ვარშავაში აბორტის მხარდამჭერთა აქცია ცრემლმდენი აირით დაშალეს

პოლონელმა სამართალდამცველებმა ვარშავაში, აბორტის მხარდამჭერთა აქცია, ცრემლმდენი აირით დაშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მესამე დღეა რაც პოლონელთა უმრავლესობა აბორტის მკაცრ აკრძალვას ეწინააღმდეგება

გავრცელებული ინფრომაციით, პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მრავალათასიანი მსვლელობის შესაჩერებლად კორდონი რამდენჯერმე აღმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სხვა მიმართულებით განაგრძეს.

ცნობისთვის, პოლონეთში აბორტი 1993 წლიდან აიკრძალა. ის დაშვებული იყო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როცა ორსულობა გამოწვეული იყო გაუპატიურებით ან ინცესტით, ან როცა ორსულობა საფრთხეს უქმნიდა დედის სიცოცხლეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორსულობის შეწყვეტისთვის საჭირო აღნიშნული მიზეზები კიდევ უფრო შეამცირა და ამჟამად, აბორტი აკრძალულია ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც.