დიდ ბრიტანეთში  4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა

დიდ ბრიტანეთში, ბენდრიქსის სანაპიროზე 4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფრომაციით, ნაკვალევი რომელიც 4 წლის ლილი უაინდერმა იპოვა, 220 მილიონი წლისაა. მისი სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიმაღლის დინოზავრს ეკუთვნის.

„ლილიმ გამოსახულება სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა და მამას დაუძახა: „მამა, შეხედე“.

როდესაც რიჩარდი (ბავშვის მამა) სახლში დაბრუნდა და ფოტო მაჩვენა, ვიფიქრე, რომ ის გასაოცარი იყო. ამის შემდეს, დავუკავშირდი ექსპერტებს“ - იხსენებს ბავშვის დედა.

უელსის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ნაკვალევი მეცნიერებს ძალიან დაეხმარება დინოზავრთა ფეხის აგებულების შესწავლაში, რადგან გამოსახულება ძალიან კარგადაა შემონახული.