უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა მისაღები უნდა იყოს თავად უკრაინისთვის.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: ფილიპინები მხარს უჭერს ყველა წინადადებას, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი გადაწყვეტა და რომელიც, რა თქმა უნდა, მისაღებია ორივე მხარისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის", - განაცხადა ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა ენრიკე მანალომ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთნ საუბრისას.
ჩინეთის განცხადების გათვალისწინებით, რომ პეკინს აქვს სამშვიდობო გეგმა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ არ ჰქონდა დრო ამ დოკუმენტის დეტალური შესწავლისთვის. მაგრამ თუ გეგმა ითვალისწინებს ზემოხსენებულს, მაშინ ფილიპინები მზად იქნებია, მხარი დაუჭირონ მას.
მანალომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს კანონის უზენაესობას საერთაშორისო ურთიერთობებში და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. მან აღნიშნა, რომ ფილიპინები მხარს უჭერს გაეროს ყველა რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.
ფილიპინების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ლიდერის მიმართ და მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში, აღნიშნა დიპლომატმა.