იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
ამის შესახებ ANSA იტყობინება.
ის ბუჩასა და ირპინს ეწვევა და დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მელონი ხაზს გაუსვამს, რომ იტალიის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი დარჩება.
მელონიმ თანამდებობა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა. მისი მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.
ქვეყნის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა უკრაინის დახმარების მეექვსე პაკეტი. ორშაბათს, 20 თებერვალს, მელონი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას შეხვდა.