აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სტრატეგიული მარცხია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ეს განცხადება ორშაბათს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს მოჰყვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა, როგორც "ძლიერი მოკავშირის" "სიმბოლური" ვიზიტი.
„ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო. ეს არის უკრაინელი ხალხის გამბედაობის გამო. მაგრამ ეს ასევე არის მოკავშირეებისა და პარტნიორების სიძლიერისა და ერთიანობის გამო მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა შეაქო საბერძნეთის "ძლიერი" და "გამოკვეთილი" მხარდაჭერა უკრაინისა და NATO-სადმი და ხაზი გაუსვა საბერძნეთის ძალისხმევას "ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებისკენ" და ალექსანდრიის პორტის გავლით გადაზიდვების ხელშეწყობისკენ.