ბელორუსულ-რუსული სწავლება Union Shield 2023 რუსეთში 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ვალერი რევენკომ.
რევენკომ განაცხადა, რომ ბელორუსისა და რუსეთის ურთიერთქმედება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ყოველთვის ნაყოფიერად ვითარდებოდა.
„ამ დროისთვის სამხედრო ალიანსი შეუცვლელი პირობაა ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დონეზე წელსაც გაგრძელდება. დაგეგმილია 150-ზე მეტი სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიება“, - განაცხადა რევენკომ.