ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 290 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1976-მდე გაიზარდა.
ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 110 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 13 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 668 გახდა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 16-ს შეადგენს.