ავღანეთში ტერაქტს მინიმუმ 14 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ტერაქტს მინიმუმ 14 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Tolo News-ი იტყობინება.

ნანგარჰარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ობაიდულა შინვარმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 14 წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა ნანგარჰარის პროვინციაში, სამხედრო ბლოკ-პოსტთან აფეთქდა. არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ შემთვევას პროვინციის გუბერნატორის ოფისი ადასტურებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.