ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს იტყობინება Wall Street Journal - ი წყაროზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში.
წყაროების თქმით, ვიზიტისთვის მზადება საწყის ეტაპზეა და მისი დრო ჯერ დადგენილი არ არის.
მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა.