ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა.
მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა შეიძლება, „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირებზე და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებზე იყოს გამოყენებული.
ახლა კანონპროექტი რესპუბლიკის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მას ალექსანდრ ლუკაშენკომ უნდა მოაწეროს ხელი.