საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან.
ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას „ვიზიტთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.