აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალი წლის NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. ინფორმაციას СNN ავრცელებს.
„ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი თავდაცვითი ალიანსის - NATO-ს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
მან გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ, ჯგუფის დამფუძნებელი პრინციპის მიმართ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.
„შეერთებული შტატების ერთგულება ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმართ არის მყარი. იცის ეს NATO-ს ყველა წევრმა და რუსეთმაც: თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ეს არის წმინდა ფიცი“, - განაცხადა ბაიდენმა.