ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.
დღეს დაცვის მხარემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.