ჰოლივუდის მსახიობი არმი ჰამერი, რომელიც კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი, Paramount Plus-ის მინისერიალში აღარ ითამაშებს. ინფრომაციას Complex-ი ავრცელებს.
არმი ჰამერს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც სოციალურ ქსელებში უცნობ გოგოსთან მისი მიმოწერა გავრცელდა. მსახიობი გოგოს წერს, რომ 100%-ით კანიბალია და მისი შეჭმა სურს.
Paramount Plus-ის 10-ეპიზოდიან სერიალში, რომელიც ფილმ „ნათლიმამის“ შექმნის ისტორიას მოგვითხრობს, ჰამერს „ნათლიმამის“ პროდიუსერის, ელ რადის როლი უნდა ეთამაშა.
მსახიობი ასევე გამოეთიშა რომანტიკული კომედიის „ქორწილი თოფით“ გადაღებებს, სადაც მისი პარტნიორი ჯენიფერ ლოპესი უნდა ყოფილიყო.