რუსეთმა ჩაატარა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (SAMART-მეტსახელად სატანა) გამოცდა, რომელიც, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN იტყობინება ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ.