ნეთანიაჰუ შესაძლოა, კიევში ჩავიდეს - მედია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში კიევში ვიზიტის საკითხს განიხილავს.

Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Israel Hayom-ი სამშაბათს ოფიციალურ პირებთან საუბრის საფუძველზე წერს.

„მაღალი თანამდების პირებმა დაადასტურეს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია მოხსენებაში.