ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში კიევში ვიზიტის საკითხს განიხილავს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Israel Hayom-ი სამშაბათს ოფიციალურ პირებთან საუბრის საფუძველზე წერს.
„მაღალი თანამდების პირებმა დაადასტურეს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია მოხსენებაში.