მოსკოვში ხანძრისას 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში, მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში ოთხი სართული სასტუმროდ, დანარჩენი კი, ბინებად იყო გადაკეთებული.