ბაიდენის ადმინისტრაცია ამ კვირაში 200-მდე რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებენ ამ კვირაში და მისი სამიზნე რუსი გუბერნატორები და რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირების ოჯახის წევრები იქნებიან.
სანქციები ასევე მოიცავს თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზაციებს და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს, ტექნოლოგიურ ფირმებს, ასევე სანქციების თავიდან აცილების ქსელებს.