უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაკარგულად 345 ბავშვი ითვლება

რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში 345 ბავშვი დაკარგულად ითვლება.

„ომის ბავშვების ბავშვთა საძიებო პორტალის მონაცემებით, 345 ბავშვი ითვლება დაკარგულად, 16 221 ბავშვი დეპორტირებულია, ხოლო 9 909 ბავშვი 2023 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით [უკრაინაში] იპოვეს“, - ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში დარია ჰერასიმჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული 16,226 ბავშვი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია.