აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფრომაციით, ვერტმფრენი ოლგინიდან გუანტანამოსკენ, მოკლე მანძილზე მიფრინავდა.
დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
როგორც ცნობილია, ბოლო, ყველაზე სერიოზული ავიაკატასტროფა კუბაში 2018 წელს მოხდა. შემთხვევისას 112 ადამიანი დაიღუპა და ერთი გადარჩა.