მეშვიდე დღეა ბაკურიანი ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეს ფინალი გუნდურ პარალელურ სლალომში გაიმართა.
პარალელური სლალომის დისციპლინაში, გუნდურ ასპარეზობაში, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჰყავს! ვერცხლის პრიზიორი ავსტრიის ნაკრები, ბრინჯაოს პრიზიორი კი შვეიცარიის ნაკრები გახდა.