1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარი გახდა.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8072 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.