თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ექვსი ტანკის გაგზავნას გეგმავს.
მინისტრის თქმით, დროთა განმავლობაში ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
2022 წლის ბოლოს, ესპანეთმა უკრაინას მიაწოდა თავდაცვის უმსხვილესი პაკეტი, რომელიც მძიმე იარაღს, შორ მანძილზე მოქმედების საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას შეიცავდა.