აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ, „წმინდაა“.
„ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის იცავს მის თავისუფლებას.
„სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება”, - ამბობს აშშ-ის ლიდერი.