თეთრი სახლის განცხადებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვეს მათ ერთობლივ ვალდებულებას, რომ დადგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებული თავდაცვითი პოზიცია და აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ.
ისინი მოუთმენლად ელიან ალიანსის ერთიანობისა და კოლექტიური თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას NATO-ს სამიტზე ივლისში, ვილნიუსში.
ბაიდენმა პოლონეთი ევროპაში 72-საათიანი მოგზაურობის შემდეგ დატოვა.