მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ

"მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ", - ამის შესახებ სოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან, თამარ გაბუნიასთან და თამარ ბარკალაიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2,5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას.