რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. იტყობინება გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი სუ-25-ის ტიპის იყო.
გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ჩამოვარდა ვალუისკის მუნიციპალიტეტში, უკრაინის საზღვრებთან ახლოს.
„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე დგინდება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს გლადკოვი.
Bazaს ტელაგრამ არხი იტყობინება, რომ თვითმფრინავი სოფელ ორეხოვოსთან ჩამოვარდა და თივის ბეღელს დაეცა.
განახლება: სახელმწიფო მედია სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.