რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სუ-25-ის ჩამოვარდნა და პილოტის დაღუპვა დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სუ-25 სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავი ბელგოროდის რეგიონში აეროდრომზე დაბრუნებისას ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა. 

„წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

Su-25 არის ჯავშნიანი ქვებგერითი ყველა ამინდის რეაქტიული თავდასხმის თვითმფრინავია. ის 1970-იანი წლების პირველ ნახევარშია შექმნილი.