ამ წუთებში, რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, პოლიციაა მობილიზებული.
გავრცელებული ინფრომაციით, პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის აღებას გეგმავენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ კარავი და ჯვარი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზეა.
ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს.