აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპაში 2022 წელს, 70 მილიარდ კუბურ მეტრამდე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი როს პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პირველ ფორუმზე.
მისივე თქმით, თხევადი გაზი გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხოდ.
აშშ-ის LNG საექსპორტო პოტენციალი სავარაუდოდ, გაიზრდება დაახლოებით 50%-ით 2025 წლისთვის, ყატართან ერთად, ქვეყანა უახლოეს წლებში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება.
პიატმა თქვა, რომ ალექსანდროპოლისი იძენს ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და როგორც კარიბჭე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფართო რეგიონში.