კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 14-22 თებერვალს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინელების 87 პროცენტი ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია.
გარდა ამისა, გამოკითხული უკრაინელების მხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა შესაძლებელია მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეს შედეგები მეტ-ნაკლებად სტანდარტია უკრაინის ყველა რეგიონში, 82% უკრაინის აღმოსავლეთში ეწინააღმდეგება დათმობებს, ხოლო 86% ქვეყნის სამხრეთში.
18 წლის და უფროსი ასაკის 2002 რესპონდენტი უკრაინაში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ტელეფონით გამოიკითხა.
16 თებერვალს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობები.
„ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშანავია, რომ ხვალ უკრინაში მიმდინარე ომიდან ერთი წელი გადის.