ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

ჩეხეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც 30 იანვრიდან აიკრძალა. შეზღუდვების გამკაცრებაის შესახებ, ამოქმედებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი.

„ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ქვეყანაში არააუცილებელი ვიზიტები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან შემოდის მოგზაური“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გავარცელებული ინფორმაციით, მათ, ვინც აქამდე ჩეხეთში არააუცილებელი მიზნით ჩავიდა, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინს ჩეხეთში სწავლობს, მუშაობს, სამკურნალოდ მიემგზავრება ან ახლობლების მოსანახულებლად განსაკუთრებული მიზეზი აქვს.