„დიდმა შვიდეულმა“ უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს $39 მილიარდამდე გაზარდა

დიდი შვიდეულის (G7)  ჯგუფმა უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ეს დახმარებას უკრაინას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს აუცილებელი სერვისების მიწოდება,  უზრუნველყოს რუსული თავდასხმებით დაზიანებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შეკეთება და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია ნათქვამია განცხადებაში.

G7-მა ასევე მოუწოდებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და უკრაინას, რომ დაიწყონ 15 მილიარდი აშშ დოლარის მრავალწლიანი პროგრამა მარტის ბოლოს.

„სავარაუდოდ, ეს პროგრამა მოიცავს დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას და მხარდაჭერას სტრუქტურული რეფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა. შვიდი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ.