უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჯონსონმა განაცხადა, რომ NATO-ს სათავეში ყოფნა მშვენიერი აზრია.
„NATO-ს სათავეში ყოფნა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონის თქმით, NATO ახლა ისე ძლიერია როგორც არასდროს და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრებიც შეუერთდებიან - შვედეთი და ფინეთი.
ინფორმაციისთვის, ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება თანამდებობაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.