ავსტრალია უკრაინას 33 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს მიაწვდის და დამატებით სანქციებს დააწესებს. ახალი ზომები შეეხებათ რუსეთის სამხედრო, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს.
იტყობინება Guardian-ი 23 თებერვალს ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით.
განცხადება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს.
ომის დაწყების დღიდან ავსტრალიამ დაახლოებით 510 მილიონი დოლარის წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო დახმარებაში.
ავსტრალია ასევე გაყინავს აქტივებს და დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 90 რუსი ფიზიკურისა და 40 სუბიექტისთვის, რაც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საერთო რაოდენობას 1000-მდე გაზრდის.