უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორია უკრაინული ძალებისთვის „სრულიად მიუწვდომელი აღარ არის“.
ქალაქის საბჭოს ცნობით, 23 თებერვალს აფეთქებების გაისმა მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე.
აფეთქებები მოხდა მარიუპოლში 22 თებერვალს საღამოს. ერთი დღით ადრე კი, ქალაქში რუსული საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა, იტყობინება მარიუპოლის საკრებულო.
დონეცკის ოლქში აზოვის ზღვაზე მდებარე მარიუპოლი 2022 წლის მაისიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, სამთვიანი ალყის შემდეგ, ქალაქის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.