თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ახალი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ასევე მზადდება დამატებითი სანქციები რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც კრემლს ეხმარება, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ამის შესახებ კარინე ჟან-პიერმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს, გააგრძელონ წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე, დავიცვათ ხალხი რუსული აგრესიისგან და მივცეთ საშუალება უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ძირითადი სერვისები, როგორიცაა ელექტროენერგია და სითბო“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. 

მისივე თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, განახორციელოს „მკვეთრი სანქციები საკვანძო სექტორების წინააღმდეგ, რომლებიც პუტინისთვის შემოსავალს გამოიმუშავებენ“.

ჟან-პიერის თქმით, შეზღუდვები მიემართება რუსულ ბანკებზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და ტექნოლოგიურ მრეწველობაზე და მესამე ქვეყნებში არსებულ აქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ადრე დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას.