წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე სავალ ნაწილზე გადმოსულია მეწყერი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით", - ნათქვამია განცხადებაში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.