კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. ამასთან, კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, მცირეწლოვანი გურჯაანის კლინიკაში, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს.