გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით.
მინისტრებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე დარგობრივ უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამუშაო და მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე სხვადასხვა სექტორის გასააქტიურებლად“, - წერია ინფორმაციაში.