უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
ახალი სანქციები შეეხება რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის Rosatom-ის აღმასრულებლებს და აწესებს ექსპორტის აკრძალვას „ყველა ინსტუმენტზე“, რომელსაც რუსეთი ომის დასახმარებლად იყენებს.
ჩამოთვლილი ელემენტები მოიცავს თვითმფრინავის ნაწილებს, რადიო აღჭურვილობას და ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება, რუსმა სამხედროებმა დრონების დასამზადებლად გამოიყენონ.
სანქციების ახალ სიაშია Rosatom-ის ორი მაღალი თანამდებობის პირი და რუსეთის ორი უმსხვილესი თავდაცვის კომპანიის, ოთხი ბანკის და სხვა რუსული ელიტის აღმასრულებლები.