ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
ნანგრევებში მოყვა ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მალე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ამჟამად 10 წლის გოგოს მდგომარეობა სტაბილურია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება და მათ საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფს.
"ეს იყო მესამე-მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, აღნიშნული ოჯახი "სოფლად სახლის" ფარგლებში მიიღებს საცხოვრებელ ფართს,"- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.