უკრაინამ Leopard-ის ტიპის პირველი ტანკები მიიღო. ინფორმაციას გერმანული გამოცემა DW ავრცელებს. დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ეწვია კიევს. მისი თქმით, პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე არ დაამარცხებს რუსეთს და მალე მიაწვდის მეტ ტანკს. მორავეცკის თქმით, უკრაინას უკვე მიეწოდა 4 ტანკი.
„უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის წლისთავზე, მე დღეს კიევში ვარ, რათა მკაფიო სიგნალი დავაფიქსირო უკრაინის დასაცავად და შემდგომი მხარდაჭერის შესახებ“, - დაწერა მორავეცკიმ Twitter-ზე.