იაპონიაში ქალი დედის ცხედარს 10 წელი საყინულეში ინახავდა

იაპონიის პოლიციამ დააკავა 48 წლის ქალი, რომელიც დედის ცხედარს 10 წლის განმავლობაში საყინულეში ინახავდა. აღნიშნულ ინფრომაციას BBC-ი ავრცლებს.

48 წლის იუმი იოშინის თქმით, მან სხეული იმისთვის გადამალა, რომ „სახლიდან გადასვლა არ უნდოდა“.

ცხედარი დამლაგებელმა შემთხვევით მას შემდეგ იპოვა, რაც იუმი იოშინო გადასახადის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

პოლიციის განცხადებთ, გარდაცვლილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდა. მათ ქალის გარდაცვალების დრო და მიზეზი ვერ დაადგინეს.

ამ დროისთვის, იუმი პოლიციამ დააკავა.