უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა აღარ არის შესაძლებელი.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ერთი წლისთავს ეძღვნება. ზელენსკის თქმით, ის მზად იყო პუტინთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე.
კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა სთხოვა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერებს, დაეხმარონ მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებაში.
„მე ვუთხარი: გთხოვთ, პუტინი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მე ვუთხარი მას [ერდოღანი – რედ.]. და არამარტო მას. ბევრს ვუთხარი, რომ სრულმასშტაბიანი ომის რისკი დაუშვებელია. მას [თურქეთის პრეზიდენტი - რედ.] მაშინ ამის გაკეთება არ შეეძლო. და არამარტო მას. ახლა მას სჯერა, რომ შეუძლია, მაგრამ ახლა ჩვენ არ შეგვიძლია.