უკრაინის ძალებმა რუსული Mi-24 ჩამოაგდეს - გენშტაბი

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა  მტრის პერსონალსა და საცავს 14 დარტყმა მიაყენეს. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული თავდასხმის ვერტმფრენი Mi-24 და უპილოტო საფრენი აპარატი Lancet (UAV).

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა.

მისივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

მტერმა ასევე გახსნა ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS) 30-ზე მეტჯერ.